VOIP არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ზარები განვახორციელოთ ინტერნეტის გამოყენებით. მისი მთავარი უპირატესობა არის საუბრის სიიაფე, ფართო ფუნქციონალურობის შესაძლებლობა. მონაცემების გადაცემა ხდება პაკეტებით და არა სატელეფონო არხების მეშვეობით, როგორც ეს ხდება ანალოგიურ და ციფრულ ტელეფონებში. ასევე მისი უპირატესობაა მომსახურეობის ხარისხი და მონაცემების გადაცემის სიჩქარე.