ჩვენი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საინჟინრო სამონტაჟო სამუშაოები, მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულ ტექნიკურ კონსულტაციას, პროექტირებას, მონტაჟებსა და შემდგომ მექანიკურ მომსახურეობას. ჩვენთვის მნიშვნელოლვანია ხარისხი, უსაფრთხოებისა და სტანდარტების ყველა ნორმის დაცვა, შემდგომ შეუფერხებლად მუშაობისთვის.
გთავაზობთ სხვადასხვა ფუნქციური და დანიშნულების მქონე შენობების მომსახურების სრულ სპექტრს, რომელიც მოიცავს საკონულტაციო, საპროექტო, საინჟინრო სამონტაჟო სამუშაოებს. ვემსახურებით კომერციული, სამრეწველო, სასტუმრო, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის.
ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ელექტროსამონტაჟო, სახანძრო უსაფრთხოების, წყლითხანძარქმრობი სისტემების, გათბობა, გაგრილება და ვენტილაციის სისტემების, ვიდეო სამეთვალყურეო და დაშვების სისტემების, ავტომატიზაციის და შენობის ცენტრალიზებული მართვის (BMS) სისტემების პროექტირება და მონტაჟი.
უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და თანამედროვე საინჟინრო სტანდარტების დახმარებით, ჩვენ ვახდენთ პრემიუმ კლასის პროექტების რეალიზებას.
ჩვენი კომპანიისათვის უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების უმაღლეს დონეზე დაცვა, რაც განაპირობებს უსაფრთხო სივრცეების მოწყობას. ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და მიდგომებს, რაც პროექტთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის წინაპირობაა.
ჩვენი გუნდი მუდმივად ორიენტირებულია ახალი მიდგომების დანერგვაზე და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაზე, რაც უზრუნველყოფს პროექტის სრულფასოვნად განხორციელებასა და მის სრულ უსაფრთხოებას, რაც თანხვედრაშია საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან და მიდგომებთან.